მეტროს ყველა სადგურში მგზავრთა გადაყვანა აღდგენილია

ამ ეტაპზე მეტროს ყველა სადგური შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
მათი განმარტებით, თბილისის მეტროს პირველი ხაზის ყველა სადგურზე 11:18 საათიდან სრულად აღდგა მოძრაობა, მას შემდეგ რაც სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად მოხდა მეტროსადგურ „სამგორში“ არსებული ძაბვის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრა.
შეგახსენებთ, რომ 09:55 საათზე სადგურ „სამგორში“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ ზონურად, „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“. ამ ეტაპზე მეტროს ყველა სადგური შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები