ამერიკელი ექსპერტები – ნატო-რუსეთის შესაძლო კონფლიქტი 2017 წლის მთავარი გამოწვევაა

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ნატო-რუსეთის შესაძლო კონფლიქტი 2017 წლის მთავარი გამოწვევაა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი კონფლიქტის ალბათობა საშუალო დონეზეა, მაგრამ შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვიოს.
მომავალი წლის მეორე საფრთხეა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა. ამან, შესაძლოა, ბირთვული კრიზისი  გამოიწვიოს, თუმცა ამერიკისთვის მას ნაკლებად სერიოზული შედეგები მოჰყვება.
აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ მომზადებულ კვლევებში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა- ძირითადად სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები