საქართველოს სამ სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

საქართველოს სამ სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N2 საჯარო სკოლაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლაში.
ამასთანავე, სამინისტროს ინფორმაციით, უწყება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციებს რესურსცენტრებიდან დღეში ორჯერ იღებს. თავის მხრივ, რესურსცენტრები მონაცემებს სკოლებიდან აგროვებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბაღებსა და სკოლებში დღეიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება. ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება სამი დღის განმავლობაში დაიკეტება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები