“პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმა არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწორი გზა”

პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმა არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწორი გზა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს.
„პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმა არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწორი გზა.   შემოტანილი  ბიუჯეტი არის ამის წინაპირობა და ამ გეგმისკენ გადადგმული ნაბიჯი. მესმის, რომ არის საკმაოდ მტკივნეული მოცემულობა და მტკივნეული ნაბიჯებიც, რომელსაც ბიუჯეტიც მოიცავს და ის მოცემულობაც, რომელიც ლარის კურსს უკავშირდება, თუმცა ჩვენ ამ მოცემულობაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემოთავაზებული, არის სწორი გათვლა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები