უზბეკეთში შავკატ მირზიოევის ინაუგურაცია გაიმართა

უზბეკეთის დედაქალაქში ახალი პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის ინაუგურაცია გაიმართა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შავკატ მირზიოევმა 4 დეკემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 87,61%-მა დაუჭირა მხარი.
უზბეკეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა, რომელიც ქვეყანას 27 წლის განმავლობაში მართავდა. კარიმოვი 2 სექტემბერს ინსულტით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები