ევროპარლამენტის მომხსენებელი: საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება მათ ევროპასთან დააახლოებს

„საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება მათ ევროპასთან დააახლოებს“, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მომხსენებლის მარია გაბრიელის განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, სამშაბათს ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებს შორის მიღწეული არაფორმალური შეთანხმების შემდეგ, ამ საკითხის დადებით გადაწყვეტას ხელს აღარაფერი უშლის.
„ვიზალიბერალიზაციის საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის, რათა ისინი ევროპას მეტად დაუახლოვდნენ“, – აცხადებს გაბრიელი.
ევროპარლამენტი ამ საკითხს საბოლოოდ კენჭს, სავარაუდოდ, იანვარში უყრის. რაც შეეხება „შეჩერების მექანიზმს“, მისი განხილვა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 დეკემბერს შედგება.
ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2012 წელს დაიწყო. 2015 წელის ბოლოს ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში 90 დღის განმავლობაში შეძლებენ გაჩერებას. ეს შეთანხმება მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს ეხება და ის ევროპაში სამუშაოდ ან სასწავლოდ გამგზავრების მსურველებზე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები