ბრაზილიის სენატის გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში შეტაკებები მოხდა

ბრაზილიის რამდენიმე შტატში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიის სენატმა საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვით სახელმწიფო ხარჯების ზრდა 20 წლით გაიყინება.
ქვეყნის დედაქალაქში, ქალაქ ბრაზილიაში, დემონსტრანტებმა ავტობუსს ცეცხლი მოუკიდეს. სან პაულუში მომიტინგეები მრეწველობის ფედერაციის შტაბბინას დაესხნენ თავს, რომელიც მსხვილ საწარმოებს აერთიანებს.
ბრაზილიის ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს ზომა ყველაზე მეტად მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილზე აისახება და ჯანდაცვასა და განათლებაში არსებულ სიტუაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამ სფეროებს ისედაც მწირი დაფინანსება აქვთ.

_92960565_036879950-1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები