დონალდ ტრამპმა, აშშ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა მონტანის შტატის კონგრესმენს შესთავაზა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შს მინისტრის თანამდებობაზე მონტანის შტატის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის რაიან ზინკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლიცია არ შედის. ის ფედერალურ მიწებს და ბუნებრივ რესურსებს მართავს, ეს უწყება, ასევე, დაკავებულია ძირძველი მოსახლეობის სხვადახვა პროგრამით.
ზინკი 55 წლისაა. ის ყოფილი სპეცრაზმელია, ერაყში იბრძოდა და ორი ჯილდო აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები