მამა თეოდორე გიგნაძე: მე, როგორც ქრისტეს მღვდელი ვამბობ, რომ მარიხუანას მოწევა არის ცოდვა

„მე, როგორც ქრისტეს მღვდელი ვამბობ, რომ მარიხუანას მოწევა არის ცოდვა“, – ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, იგი ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას არ ეთანხმება.
„ეკლესიურად არსებობს ცნება ცოდვისა. სახელმწიფოში დანაშაულად არ ითვლება აბორტი, მაგრამ ქრისტიანულად ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. ასევე არ ითვლება დათრობა დანაშაულად, თუ ის საჭესთან არ დაჯდება, მაგრამ ქრისტიანულად ეს ძალიან მძიმე ცოდვებში ითვლება. აქედან ნებისმიერი თრობის საშუალება, მათ შორის ნარკოტიკი, თუნდაც ეს იყოს მსუბუქი ნარკოტიკი, როგორიცაა მარიხუანა, ეს ცოდვად ითვლება. მე როგორც ქრისტეს მღვდელი ვამბობ, რომ მარიხუანას მოწევა არის ცოდვა. ის დგება ჩემსა და ღმერთს შორის. ის ხელს მიშლის ჩემი მთავარის არსის და მიზნის განხორციელებაში. რომელიც არის კავშირი ქრისტესთან. შესაბამისად, მე როგორც ქრისტეს მღვდელი ყველას ვეუბნები რომ ნუ აკეთებთ ამას. ნუ თვრებით, ნუ აკეთებთ აბორტს, ნუ ეწევით თამბაქოს, შესაბამისად ნუ ეწევით მარიხუანას. ის რომ ეს ყველაფერი დანაშაულის რანგში გადავიყვანით და მე გითხრათ, რომ დავიჭიროთ ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები