ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია, სხვა გზა აღარ გვაქვს

“ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია, სხვა გზა აღარ გვაქვს,” – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა, სადაც საუბარი შეეხო ნარკოტიკების ლეგალიზაციის საკითხს.
“სხვადასხვა დროს მესმოდა, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა. ყველგან ვცდილობდი ამ საკითხის გატანას. ამ ხელისუფლების მხრიდანაც მესმის იგივე ზღაპარი, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი, რომ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის დროის წელვა. ამ დროს კი ასობით ადამიანს ფულს სძალავენ, პრობაციაზე არიან. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომ სხეული ადამიანის საკუთებაა. ჩვენი ლოზუნგია, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარ სხეულს ის უქნას, რაც უნდა. ეს მიდგომა არასწორია, რომ ადამიანები არიან სულელები, აქეთ კი გრძნეული ქურუმები არიან შეკრებილები, რომლებმაც იციან, როგორ მოუარონ, რა დაუშალონ ან რისი უფლება მისცენ. არ ვაღიარებ საზოგადოების არცერთი ნაწილის აზრს, რომ მან განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა ვუქნა,“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ნარკოტიკებზე მსჯელობისას ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის კუთხითაც.
“არავინ ამტკიცებს მარიხუანას ჯანმრთელობისთვის სიკარგეს ან სიცუდეს. მთელ საქართველოში ლეგალიზებულია ალკოჰოლი, თამბაქო. ალკოჰოლი უფრო მავნეა, ვიდრე მარიხუანა. ლეგალიზაციის არ უნდა გვეშინოდეს. რაღაც კონკრეტული ნივთიერების ბაზარზე რეგულირებულ დაშვებაზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი, დავადოთ აქციზი, რომლის ფასიც გამოც ხელმისაწვდომობა არ იქნება,“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, მან თქვა, რომ ახალი წლისთვის დაანონსებული აქცია არის კანონდარღვევა, მაგრამ ამის არ ეშინია, რადგან ამით საზოგადოების წინაშე მდგარი მძიმე პრობლემასთან დასაპირისპირებლად სხვა გზა არ დარჩათ.
“ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია, სხვა გზა აღარ გვაქვს,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და თქვა, რომ ამ რისკზე მასთან ერთად 500-ზე მეტი ადამიანი მიდის, რადგან პრობლემა უმძიმესია და დაუყოვნებლივი მოგვარება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები