ირაკლი კობახიძე: ჩვენი ვალუტა არის ბევრად უფრო მდგრადი და ეს არის ხელისუფლების დამსახურება

ლარის ბოლო დროინდელი დევალვაციის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ძალიან სერიოზული დევალვაციაა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
,,ლარის დევალვაციის მიზეზი არაერთხელ განმარტეს მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძალიან სერიოზული დევალვაციაა ყველა იმ ქვეყანაში, რომლების ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. ვიცით, რომ ეს დევალვაცია პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ვალუტის დევალვაციაზე, ასეთია რეგიონული გარემო, რეგიონული კონტექსტი. ჩვენი ვალუტა არის ბევრად უფრო მდგრადი და ეს არის ხელისუფლების დამსახურება. რაც შეეხება მთავრობის გეგმებს, არის კონკრეტული ეკონომიკური გეგმა შემოთავაზებული, არის ბიუჯეტში კონკრეტული პუნქტები გათვალისწინებული, რომელთა მთავარი მიზანი ეკონომიკური განვითარების ტემპების დაჩქარებაა. ეს ასახულია ეკონომიკურ გეგმაში, ბიუჯეტში და ეს ძალიან სწრაფად განხორციელდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები