არჩილ თალაკვაძე: საქართველოს სჭირდება განვითარების არაჩვეულებრივი ტემპები, რაც ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მოხერხდება

„ყველა კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება განვითარების არაჩვეულებრივი ტემპები, რაც ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მოხერხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
სხდომის დასასრულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მინისტრსა და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა.
„ყველა კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება განვითარების არაჩვეულებრივი ტემპები, რაც ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს და წინა განხილვები ბიუჯეტის ახალი პროექტის, ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების“, – განაცხადა თალაკვაძემ და კოლეგებსა და ტექნიკურ სამდივნოს სხდომის ჩატარების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები