“დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავენ”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი წევრები 15 დეკემბერს ძალადობრივი გზით დე ფაქტო ხელისუფლების დამხობას და ე.წ. პრეზიდენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა eadaily.com იუწყება. ეწ. უშიშროების სამსახურის ცნობით, ეს პირები ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას გეგმავენ. „ოპოზიციამ „ბოევიკთა“ ჯგუფების შექმნა, რომელთა მიზანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმი და სახვა სახელმწიფო უწყებებში შეჭრა“ აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვა., ხაჯიმბასთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა 15 დეკემბერს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები