მერკელი და ოლანდი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერენ

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, მინსკის შეთანხმებების შესრულების მხრივ პროგრესი ძალზე მცირეა და ამიტომ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს.
ამ განცხადების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „ცინიკური და კონტრპროდუქტიულია“. როგორც კარასინმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, მინსკის შეთანხმებები კიევის გამო არ სრულდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები