ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ExxonMobil-ის დირექტორს დანიშნავს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ExxonMobil-ის აღმასრულებელ დირექტორს რეკს ტილერსონს დანიშნავს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
„ის ძალზე მონდომებულია, აქვს დიდი გამოცდილება და გეოპოლიტიკის შესანიშნავი სპეციალისტია. ის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ის უშიშროების საკვანძო ინტერესებს დაიცავს“ -აცხადებს ტრამპი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტილერსონმა ეს წინადადება მიიღო და მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები