თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 28 ობიექტი გაანადგურა
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 28 ობიექტი გაანადგურეს. კიდევ 157 ობიექტი არტილერიამ დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. განადგურებულია გამაგრებული პუნქტები, ავტომობილები, ასევე იარაღის საწყობები.
სირიის ჩრდილოეთ ნაწილზე განხორციელებული ავიადარტყმა ოპერაცია „ევფრატეს ფარის“ ნაწილია, რომელსაც თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიაში ატარებენ.
ამჟამად თურქეთის ძალები და ქურთი მოხალისეები ქალაქ ალ-ბაბის აღებას ცდილობენ, რომელიც ასევე თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.