გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„პრეზიდენტის სახელით და პირადად ჩემგანაც, სამძიმარს ვუცხადებ ქართულ მედიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპერატორისა და ჟურნალისტის, სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მიშველაძემ ოპერატორის გარდაცვალებას უდიდესი ტრაგედია უწოდა. „ეს არის უდიდესი ტრაგედია და დანაკარგი. სამძიმარს ვუცხადებთ სოფოს ოჯახს, ტელემედიას და მის ყველა კოლეგას“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები