ალექსეი ნავალნი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს (ვიდეო)

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ ნავალნიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „სამწუხაროდ ჩვენ ყველანი უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ კენჭისყრა არაფერს წყვეტს. ნამდვილი არჩევნები რუსეთში 1996 წლიდან არ ჩატარებულა. სწორედ ეს არის ჩვენი სავალალო მდგომარეობის მთავარი მიზეზი. ვინც დრეს ხელისუფლებაშია, ქვეყანას უკვე 17 წლია მართავს და მათ არანაირ შენიშვნაზე რეაქცია აღარ აქვთ. კრემლი და მთავრობა მხოლოდ პირადი ფინანსური საკითხების მოგვარებით არიან დაკავებულები“ – განაცხადა ნავალნიმ.
ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ის დიდხანს ფიქრობდა მიეღო თუ არა მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და საბოლოოდ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები