პუტინი რუსეთ – იაპონიის ურთიერთობების მოგვარების მომხრეა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იაპონიის ტელეკომპანია Nippon TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იაპონიასთან ურთიერთობების სრული ნორმალიზების მომხრეა. „ის ფაქტი, რომ ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულება არა გვაქვს, სრული ანაქრონიზმია და ის აღმოფხვრილი უნდა იყოს“, – განაცხადა პუტინმა.
მოსკოვსა და ტოკიოს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას კურილიის კუნძულების საკითხი უშლის ხელს. ამჟამად ის რუსეთის შემადგენლობაში შედის, მაგრამ იაპონიის ხელისუფ4ელბა აცხადებს, რომ ეს ტერიტორია მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა უკანონოდ წაართვა.
ვლადიმერ პუტინი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით 15-16 დეკემბერს ჩადის. როგორც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ტოკიო ამ კუნძულებზე „ერთობლივი საქმიანობის“ საკითხების განსახილველად მზად არის. ადრე ტოკიო ამ ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავდა.
კურილიის კუნძულების საკითხის მოგვარების მომხრეა იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბეც. ის აცხადებს, რომ იაპონიამ ეს პრობლემა „მისი თაობის პერიოდში უნდა მოაგვაროს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები