ხმელთაშუა ზღვაში 1200-მდე მიგრანტი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სანაპირო დაცვამ და სამხედრო ფლოტმა 1200-მდე მიგრანტი გადაარჩინა. ზღვაზე ჩატარებული ოპერაციის დროს ექვსი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან არიან მიგრანტები, უცნობია.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 4715 მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც აფრიკიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. ადამიანების გადაყვანით ძირითადად ლიბიელები არიან დაკავებულები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას ამ ბიზნესის წარმოებისთვის იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები