2016 წელს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტი დააკავეს

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტი დააკავეს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
წელს დაკავებული ჟურნალისტების მიხედვით ლიდერი თურქეთია. მან ჩინეთსაც კი გაასწრო.
„2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში 259 ჟურნალისტია დაკავებული. თურქეთში ამჟამად პატიმრობაში 81 ჟურნალისტი იმყოფება. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რომელიმე ქვეყანაში რომელიმე პერიოდში. ყველა ეს პირი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებშია ბრალდებული“, – აცხადებენ კომიტეტში.
თურქეთისა და ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ჟურნალისტი დაკავებულია ეგვიპტეში, ერითრეაში და ეთიოპიაში. ათეულში რუსეთიც შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები