ევროპარლამენტში უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის განხილვა 18 იანვრიდან 1-ლი თებერვლისთვის გადაიდო

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის განხილვა 2017 წლის 18 იანვრიდან 1-ლი თებერვლისთვის გადადო. ამის შესახებ გამოცემა korrespondent.net იუწყება.
15 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმის“ დამტკიცება იგეგმება. ამის შემდეგ საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლაზე ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკება დაიწყება,. საკითხის საბოლოოდ დამტკიცება 18 იანვარს მოხდება.
პროცედურის მიხედვით, ევროპარლამენტის მიერ უვიზო რეჟიმის დამტკიცების შემდეგ ის ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგ ის 21 დღეში ამოქმედდება. თუ ევროპარლამენტი 1-ელ თებერვალს უკრაინაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, უვიზო მიმოსვლა უკრაინელებისთვის 2017 წლის მარტიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები