დანით შეიარაღებული პირი ლონდონში ელექტრომატარებლის მგზავრებს თავს დაესხა

ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დანით შეიარაღებული პირი ელექტრომატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ყვიროდა „სიკვდილი მუსლიმანებს!“
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დასდევდა გამვლელებს, ვიდრე ის მიწაზე წააქციეს. შემდეგ ის პოლიციელებმა დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები