ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის არჩევნები 2017 წლის 12 მარტს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტის არჩევნები 2017 წლის 12 მარტისთვის დანიშნა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„სპუტნიკის“ ცნობით, ახალი კანონის მიხედვით, დეპუტატი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც აქვს ნასამართლეობა, ასევე პირები, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა, ალკოჰოლიზმი ან ფსიქიური აშლილობა დაუდგინდათ. არჩევნებში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ რესპუბლიკურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობებმა, ასევე საარჩევნო გაერთიანებებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა. ყველა ეს საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნებამდე 6 თვით ადრე უნდა იყოს დარეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები