საფრანგეთის ელჩი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა ახალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა ახალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“,-ამის შესახებ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხებია მოსაგვარებელი.
„უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ახალი წლის შემდეგ, რადგან ვიზალიბერალიზაციაზე, შეთანხმება მიღწეულია, მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხებია მოსაგვარებელი. ველით, რომ თავისუფალი მიმოსვლის გადაწყვეტილება ძალაში შევა ახალი წლის პირველ კვარტალში ან მეორე კვარტლის დასაწყისში. ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი. მანამდე კი, საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს, რომ საქართველო იმსახურებს გამონაკლისის სახით, ვიზების მიღებას საფრანგეთში გასამგზავრებლად. ჩვენ მოუთმენლად ველოდით ახალ რეგულაციებს. ბოლო პერიოდში ვიზის მიღების მსურველთა 95%-ის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ჩვენს საელჩოში მექანიზმიც კი შევქმენით, რომელიც უფლებას ანიჭებს მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზებზე უარი ეთქვათ, ხელახლა მოგვმართონ,“ – განაცხადა პასკალ მონიემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები