ნატოს გენერალური მდივანი ხვალ კიევს ეწვევა და რადას წინაშე სიტყვით გამოვა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ხვალ კიევს ეწვევა და უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას დეპუტატზე, ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გონჩარენკოს ცნობით, უმაღლესი რადას მე-15 სესია სამშაბათს, 3 თებერვალს გაიხსნება. დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლაა.

„ხვალ, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა“, – წერს გონჩარენკო.

„იქნება შესავალი სიტყვა, ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლა და რიგი პროცედურული საკითხები“, – აღნიშნა ჟელეზნიაკმა.

რუტეს უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებში ნატოს გენერალურმა მდივანმა ევროკავშირს სთხოვა, უარი ეთქვა უკრაინისთვის იარაღის შესყიდვისას „ევროპული იარაღის შეძენის“ წესზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები