“2 თებერვალს დასავლეთში, ხოლო  3 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დათბება, რაც წინაპირობა იქნება მორიგი უამინდობის დასაწყისის” – მეტეოროლოგი

“2 თებერვალს დასავლეთში, ხოლო  3 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დათბება, რაც წინაპირობა იქნება მორიგი უამინდობის დასაწყისის”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დასავლეთ საქართველო

3 თებერვალს ამინდი მკვეთრად გაუარესდება:

• დაბლობში მოსალოდნელია წვიმა;

• დასავლეთის ქარი გაძლიერდება 20-25 მ/წმ-მდე;

• ტემპერატურა დაიკლებს;

• ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია;

• მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

აღმოსავლეთ საქართველო

უამინდობა ძირითადად ქარში გამოიხატება:

• 3 თებერვლის საღამოდან და 4 თებერვლის ღამით დედაქალაქში გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, სიჩქარით 22-27 მ/წმ.

• ტემპერატურა ისევ დაიკლებს;

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები