მედია: უიტკოფი 6 თებერვალს არაღჩისთან ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავს

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პარასკევს, 6 თებერვალს, სტამბოლში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდება, რათა ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა განიხილონ, – ამის შესახებ Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პარასკევს სტამბოლში შესაძლო ბირთვული შეთანხმების განსახილველად შეხვდებიან“, – იტყობინება პორტალი.

მედიის ცნობით, კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ პარასკევს გამართულ შეხვედრას „ოპტიმისტური პროგნოზი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გეგმები შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები