უკრაინამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

უკრაინამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინა მხარს უჭერს ერებს, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას და ნამდვილად მზად არიან იბრძოლონ მისთვის. მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა ხდება ირანში, მკვლელობების რაოდენობას და როგორ შეუწყო ხელი ირანის რეჟიმმა ომისა და ძალადობის გავრცელებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. უკრაინა არ დაივიწყებს ათასობით „შაჰიდს“, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ირანის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციის, ე.წ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ ფაქტობრივად შეთანხმებულია.

„ევროპული პროცედურები ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენ, უკრაინაში, უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია ტერორისტულად გამოვაცხადეთ და ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. მსოფლიოში ყველა ტერორისტი იმსახურებს თანაბარ მოპყრობას და დაგმობას – არავინ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები