ბილ გეითსი ეპშტეინის ახალ მასალებში გამოქვეყნებულ ბრალდებებს პასუხობს
Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის წარმომადგენელმა უარყო ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებული ბრალდებები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
მედიის ცნობით, ჯ. ეპშტეინის საქმე, რომელიც სექსუალურ დანაშაულებში იყო ბრალდებული და ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო მასალების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ კვლავ მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურადღების ცენტრში.
გავრცელებული ცნობით, გამოქვეყნებული დოკუმენტები ბილ გეიტსის წინააღმდეგ მხოლოდ ჯეფრი ეპშტეინის სახელით შედგენილ დაუდასტურებელ ჩანაწერებსა და პირად განცხადებებს შეიცავს და არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ მოიცავს.
“ეს ბრალდებები აბსოლუტურად აბსურდული და სრულიად ცრუა. ერთადერთი, რასაც ეს დოკუმენტები აჩვენებს, არის ეპშტეინის იმედგაცრუება იმის გამო, რომ გეითსთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ის, თუ რა ძალისხმევას იჩენდა ის გეითსის მოსატყუებლად და დისკრედიტაციისთვის”,- განაცხადა გეითსის წარმომადგენელმა .
ცნობისთვის, ახალი მასალები ეპშტეინის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული სამ მილიონზე მეტი დოკუმენტის, მათ შორის ელექტრონული ფოსტის, სასამართლო ფაილებისა და ფოტოების მასიური გამოქვეყნების ნაწილია.