დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ბიზნესს თავის შვილებს გადასცემს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ ის თავის ბიზნეს-იმპერიას შვილებს – დონალდს და ერიკს გადასცემს. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არანაირი ბიზნეს გარიგების გაფორმება არ მოხდება.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს, მე 20 იანვრამდე ბიზნეს-საქმიანობას საბოლოოდ თავს დავანებებ და მთელ ყურადღებას პრეზიდენტობას დავუთმობ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე შეფასებით, ქონება რომელსაც ის ფლობს, 10 მილიარდ დოლარს აღემატება, თუმცა ექსპერტებს ამ ციფრში ეჭვი შეაქვთ. ასე მაგალითად „ფორბსის“ შეფასებით, ტრამპის ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანია Wealth-X-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის 4,4, მილიარდი დოლარი აქვს, ხოლო “ბლუმბერგის” მონაცემებით, არჩეული პრეზიდენტის ქონება 2,9 მილიარდს უდრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები