საფრანგეთის პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, რომლებმაც 70 კილოგრამი ოქრო მოიპარეს

საფრანგეთის პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს, რომლის წევრებმაც ლიონის მახლობლად საინკასაციო ფურგონიდან 70 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მოპარული ოქროს ფასი 1,6 მილიონ დოლარს შეადგენს.
დამნაშავეებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მომენტში თავის ავტომობილს ცეცხლი მოუკიდეს. დაცვის თანაშრომლების კი ფურგონში ჩაკეტეს.
თავდასხმა პარიზის და ლიონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. ამჟამად დამნაშავეების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები