ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი 23 დეკემბრამდე დაამტკიცებს

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება. დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის ბიუროს, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას, მთავრობისგან  2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებები წარედგინა.
არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების საკითხს ეხება და თანხები აღნიშნული პროგრამისკენ მიემართება.
პარლამენტის ბიურომ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის განხილვის გრაფიკი განსაზღვრა, კერძოდ, 13-16 დეკემბრის ფარგლებში მათ კომიტეტებში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში განიხილავენ, რის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ მოსმენას გამართავს. ამის შემდეგ საბიუჯეტო ცვლილებები მთავრობას დაუბრუნდება.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა არა უგვიანეს 23 დეკემბრისა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები