ირაკლი სესიაშვილი: სასურველია, რომ ნდობის ჯგუფი წლის ბოლომდე დაკომპლექტდეს

სასურველია, რომ ნდობის ჯგუფი წლის ბოლომდე დაკომპლექტდეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
სესიაშვილი ყველა შესაბამის სუბიექტს მოუწოდებს, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები დროულად წარადგინონ.
”კოლეგებო, რამდენადაც ყველას ინტერესში შედის, რომ პარლამენტის შესაბამისმა ორგანოებმა დროულად დაიწყონ ფუნქციონირება, მინდა ყველა შესაბამის სუბიექტს მივმართო, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი კანდიდატურები დასამტკიცებლად და სასურველია, რომ ნდობის ჯგუფი წლის ბოლომდე დაკომპლექტდეს, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა ორგანომ მოახერხოს ამოქმედება შესაბამისი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის. ვთხოვ ყველა სუბიექტს, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები