ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა

ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ბოძაურთან ზვავი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. მომხდარის გამო, სოფლის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ხულოს გამგებლის ცნობით, ზვავი ორ ადგილზე დაფიქსირდა, თუმცა მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ.
„ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გზის სავალი ნაწილის თოვლის საფარისგან გასაწმენდად მძიმე ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რადგან მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილებს თავისუფლად შეუძლიათ მოძრაობა“, – განაცხადა ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები