ევროკავშირის საბჭომ საქართველოში სადამკვირვებლო მისია 2 წლით გააგრძელა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ასევე დამტკიცდა ერთი წლის ბიუჯეტი 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე. ის 18 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მდგომარეობის სტაბილიზაციის შესახებ აღნიშნავს. პრესრელიზში წერია, რომ საქართველში მყოფი ევროკავშირის 200 დამკვირვებელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ძალისხმევას გააგრძელებს.
ევროკავშირი კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა 6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები