დედები, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, ეკლესიას ააშენებენ

დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, სინანულის გამოსახატად ტაძარს ააგებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ამ მიზნით, საქართველოს საპატრიარქოში ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა.
ეკლესია ხუდადოვის ტყის მიმდებარედ აიგება.
„ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან), გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები