გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩს თანაგრძნობა გამოუცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვლმა თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა. პრემიერმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თანაგრძნობა გამოუცხადა.
დიპლომატმა გიორგი კვირიკაშვილს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის ელჩი მარნეულში, ქვესადგურ “მარნეული 200”-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები