ედუარდ კოკოითი 2017 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ის 2017 წელს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„მე სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სიგნალი მივიღე და არ შემიძლია, რომ მას იმედები გავუცრუო. ამიტომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ,“ – განაცხადა კოკოითმა.
კოკოითმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალების სურვილი „გაათრიონ საკუთარი კანდიდატი”, წარუმატებლად დასრულდება.
კოკოითმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავოს დე ფაქტო ლიდერის ლეონიდ თიბილოვის და ე.წ. პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, ვინაიდან ეს „დესტრუქციულ ძალებს აწყობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები