თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტი არასდროს ყოფილა საკონსტიტუციო ცვლილელებზე მუშაობის პროცესის ხელმძღვანელი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისთვის თამარ ჩუგოშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში პარლამენტის გარდა, შეიძლება ვინმეს სხვას ჰქონდეს წამყვანი როლი.
როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს ყოველთვის საკანონმდებლო ორგანო ხელმძღვანელობდა, რადგან ყველა შესაბამისი სამართლებრივი საკითხი პარლამენტში წარიმართება და წყდება.
„საქართველოს ისტორიაში პირველად არ ხდება, როდესაც საკონსტიტუციო კომისია იქმნება. საკონსტიტუციო ცვლილელებზე მუშაობის პროცესი არასდროს გასულა პარლამენტის ხელმძღვანელობიდან და არასდროს პრეზიდენტი არ ყოფილა ამ პროცესის ხელმძღვანელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები