თამარ ჩერგოლეიშვილი: რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ცოცხების კადრები დადგმულია, ჩვენ ხომ ვიცით, კარანტინში რაც ხდებოდა

რამდენიც  უნდა ვიძახოთ, რომ ცოცხების კადრები დადგმული იყო,  მჯერა, რომ ის კადრები დადგმული იყო და ბედუკაძე “ფე-ეს-ბეს” აგენტია,  ჩვენ ხომ ვიცით, კარანტინში რაც ხდებოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „TV პირველის“ ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში “შეკითხვის დრო” განაცხადა.
ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლება სჭირდება.
“რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ცოცხების კადრები დადგმული იყო, მე მჯერა, რომ ის კადრები დადგმული იყო და ბედუკაძე “ფე-ეს-ბეს” აგენტია,  ჩვენ ხომ ვიცით, კარანტინში რაც ხდებოდა. გიორგი ტუღუში მაშინ ტყუილებს წერდა? თუ ტყუილებს წერდა, მაშინ რატომ გვყავს პარლამენტში ჩვენივე დეპუტატად. ჩვენ ამ პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა შეგვეშალა, ვთქვათ და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ბოდიში, ეს შეგვეშალა, მაგრამ აღარ შეგვეშლება, რადგან ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები