გიგლა აგულაშვილმა „ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გამართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად, „ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა“ და „ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ ეფექტიანად განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, საბჭოს მიზანია „ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა“ და „ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ განხორციელების ხელშეწყობა და პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია. საბჭომ მოისმინა 2016 წელს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური ანგარიში და იმსჯელეს მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების შესახებ. შეხვედრას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები, პროცესში მონაწილე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები