დავით ნარმანია ოპონენტებს პასუხობს: ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანი

უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევებში ძალიან პოპულისტური მოთხოვნები ჰქონდა, ამიტომ, მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა და ვერც მოხდებოდა – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის  ბიუჯეტის  პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს.
დავით ნარმანიას თქმით, ბიუჯეტის პროექტი არის სრულყოფილი.
„უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევებში ძალიან პოპულისტური მოთხოვნები ჰქონდა, ამიტომ, მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა და ვერც მოხდებოდა. ის  საქმიანი შენიშვნები და წინადადებები, როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობისგან ჩვენ მივიღეთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ. ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობილია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები