„რუსეთის ჯავახეთის დიასპორა“ აფხაზებს ემუქრება

„რუსეთის ჯავახეთის დიასპორა” აფხაზეთის მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებს.“ ამის შესახებ გამოცემა “kavkazplus.com” იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, აფხაზი ეროვნების ადამიანებში სულ უფრო ძლიერდება აზრი, რომ ეთნოსის წინაშე განადგურების საფრთხე დგას. რაც შეეხება ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიას, მას აფხაზები ვეღარ აკონტროლებენ.
“kavkazplus.com”-ი წერს, რომ აფხაზეთმა დამოუკიდებლობის ის მცირე ნაწილიც დაკარგა, რაც მას ჰქონდა. ახლა ტერიტორიას რეალურად რუსეთი აკონტროლებს, რომელიც ისე იცავს არაღიარებული რესპუბლიკის “დამოუკიდებლობას” და “უსაფრთხოებას”, რომ თავად აფხაზებს უკვე არავინ არაფერს ეკითხება. კრიზისიდან გამოსასვლელად აფხაზურმა ოპოზიციამ საერთო კრების ჩატარება გამოაცხადა, რომელზეც, სავარაუდოდ, დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას გადაყენების საკითხი იქნება დაყენებული.
ამასთანავე, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ რუსეთი აფხაზებს ხელისუფლების და მოსკოვიდან დასმული პირის შეცვლის უფლებას არ მისცემს. ამასთანავე, პირდაპირ კრემლი „მეგობრულ აფხაზ” ხალხს არ დაემუქრება და ეს „შავი სამუშაო” კიდევ ერთ ეთნიკურ ჯგუფს დაავალა, რომელსაც ასევე აქვს აფხაზურ მიწაზე პრეტენზია, მაგრამ რუსებისგან განსხვავებით, „სომხები სუსტს არ ინდობენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ. თუმცა აქაც არის გარკვეული პრობლემები, საქმე ისაა, რომ აფხაზეთში მცხოვრები ყველა სომეხი აფხაზებს ნამდვილად არ აღიქვამს საკუთარ მტრებად, თანაც მათ აქ გასამხედროებული „ბოევიკების“ სტრუქტურები არა აქვთ. ამიტომ საჭიროა „სხვა“ სომხების მოძიება. ამისთვის კრემლმა ჯავახეთის “ბოევიკები” შეარჩია. აფხაზეთის გასომხების ამ მსურველებისგან აფხაზებს შეწყალება ნამდვილად არ ელით.
სწორედ ამიტომ „რუსეთის ჯავახეთის დიასპორამ” აფხაზებს ულტიმატუმი წაუყენა. „ძმებო აფხაზებო! მოგიწოდებთ არ აჰყვეთ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ოპოზიციის პროვოკაციებს. „ამცახარა“ პირდაპირ ფინანსდება დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც კოლონიების აღდგენა სურს. ბრიტანულ სპეცსამსახურებს, ქართველ პოლიტტექნოლოგებთან ერთად, სურთ აფხაზეთში ძმათამკვლელი ომის გაჩაღება და იქ თბილისის მარიონეტული მთავრობის დანიშვნა. ცდილობს, წაგართვათ მიწა, რომელიც თქვენ სისხლის ფასად მოიპოვეთ. ამჟამად დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები, ნებისმიერი მეთოდებით, აფხაზეთის ხელისუფლების დამხობას აპირებენ. ნამდვილი პატრიოტები კი, გარკვეული ფინანსური მოგების გულისთვის, საკუთარი სახელმწიფოს დანგრევას არასოდეს დათანხმდებიან. გახსოვდეთ ფასი, რომელიც თქვენ დამოუკიდებლობაში გადაიხადეთ“, – წერს რუსეთის ჯავახეთის დიასპორა.
“kavkazplus.com”-ი წერს, რომ ეს ტესტი, ფაქტობრივად, შემდეგს ნიშნავს „ გარკვეული ძალები ცდილობენ თქვენი მიწა საქართველოს ჩააბარონ, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ და თუ თქვენ არ დაგვიჯერებთ, ჩვენ თვითონვე წაგართმევთ ამ მიწას”.
ცნობისთვის, სოხუმში რამდენიმე დღის წინ გამართულ ყრილობაზე ოპოზიციამ დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას გადაყენება მოითხოვა და მას ვადა 15 დეკემბრამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუმორჩილებლობის აქციის დაწყებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები