ანატოლი ბიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ სპიკერი ანატოლი ბიბილოვი „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. რამდენიმე დღის წინ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დე ფაქტო ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმაც გამოთქვა.
ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემები კარგად იცის, ვინაიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა. „მას აქვს კონკრეტული გეგმები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს“.
ანატოლი ბიბილოვი ე.წ. პარლამენტის სპიკერად 2014 წელს აირჩიეს. ის პარტია „ედინაია ოსეტიას“ თავმჯდომარეა, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს.