რუსეთის ვიცე-პრემიერი ხლოპონინი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა
რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ხლოპონინი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ის სოხუმში დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა “news-kmv.ru” იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებმა „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს. ამის შემდეგ სოხუმში ე.წ. სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც ალექსანდრე ხლოპონინმა განაცხადა, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის წინაშე ყველა ვალდებულებას ასრულებს. „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შემდეგი სხდომა მოსკოვში გაიმართება.