ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან “შეჩერების მექანიზმზე” მიღწეულ შეთანხმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

„უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას შორის 7 დეკემბერს შეთანხმება მოხდა. მისი ტექსტის შინაარსი შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში გამოიყენებოდეს, რომელთაც ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებენ“, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
როგორც სლოვაკეთის შს მინისტრის, რობერტ კალინაკის განცხადებაშია აღნიშნული, „შეთანხმება დაბალანსებულია და ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ეფექტიანობისა და სანდოობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“.
მას შემდეგ, რაც შეთანხმება დაადასტურა მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, საბჭოს სახელით რეგულაცია პირველი მოსმენით განსახილველად და კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს და დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.
„ეს ფაქტი უფრო იოლს გახდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმირებას იმ გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ასევე, ამის საშუალებით, ევროკომისია ევროპარლამენტს და საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშებს გადაუგზავნის იმის თაობაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს მესამე ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ყველა აუცილებელ კრიტერიუმს“, – წერია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს, თუ: 1. საქართველო ევროკავშირთან არ ითანამშრომლებს რეადმისიაზე, ანუ მიგრანტების უკან დაბრუნებაზე; 2. თუ საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი; 3. თუ საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირის ტერიტორიის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები და თუ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ძალზე ბევრი პირი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები