ხაჯიმბა: აფხაზეთში ძალზე რთული პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ხაჯიმბამ ამის შესახებ საზოგადოებრივი პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აწარმოონ. მაგრამ პირობების და ულტიმატუმების შესრულებას მე არ ვაპირებ. რაც უფრო მეტი მოთხოვნაა, მით მეტია დაძაბულობა. ხელისუფლება არა მარტო უნდა ეთანხმებოდეს მოთხოვნებს, არამედ ყველა დარღვევაზე ხისტად რეაგირებდეს. ზოგს ჰგონია, რომ თუ მოგაწვება. რაიმე გამოუვა, მაგრამ ეს ასე არ არის “ – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ კონტროლის პალატის შემოწმება, რომლის დროსაც აღმოჩენილია 1 მილიარდ 600 მილიონი რუბლის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი, მისივე დავალებით ჩატარდა. „ოპოზიცია ამ საკითხით მანიპულირებს და ცდილობს ხელისუფლება ქურდობაში დაადანაშაულოს.
ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „სახელისუფლო აპარატის მუშაობაში არის შეცდომები, მაგრამ მათი გამოსწორება ხდება.