თამარ ჩუგოშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ამ გადაწყვეტილების მიღება

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როგორც ყველამ კარგად ვიცით შეჩერების მექანიზმი იყო მთავარი ტექნიკური შეფერხება, რაც იწვევდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორები აღარ არსებობს. „მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ამ გადაწყვეტლების მიღება. თქვენ იცით, რომ პარლამენტში აქვს სრული მხარდაჭერა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. მთავარია, რომ ტექნიკური შეფერხება დადებითად გადაწყდა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივ მოლაპარაკებაზე ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები