ცხინვალში სპეცრაზმელებმა 21 წლის მამაკაცს სცემეს
სპეცრაზმელების მიერ ცხინვალის მკვიდრის ცემის ფაქტზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენერალურმა პროკურატურამ“ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ინციდენტი ცხინვალში 27 ნოემბერს სასტუმრო „ალანის“ წინ მოხდა. სამმა სპეცრაზმელმა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სცემეს. მან თავის ქალის და სახის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხუბის დროს სპეცრაზმელმა 21 წლის ახალგაზრდას ფეხებში პისტოლეტიდან ესროლა, თუმცა ააცილა. პროკურატურის ინფორმაციით, სპეცრაზმელები გაქცეულ მამაკაცს დაედევნენ, შემდეგ ის წააქციეს და ცემა გააგრძელეს.